ტელეგრამ-არხის „მეშის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ რუსეთის სახალხო არტისტისთვის, თამარ გვერდწითელისთვის, რუსეთის მოქალაქეობის ჩამოერთვას ითხოვენ.
ორგანიზაციის აქტივისტი ანდრეო ზგონიკოვი თავის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, ქვეყანა დატოვა და ახლა კონცერტების ჩატარებას აშშ-ში გეგმავს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი სოლოვიოვმა გამოცემა „ნიუს.რუს“ განუცხადა, რომ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბს ვერ ხედავს, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა, აზრი ჰქონდეს გვერდწითელისთვის რუსეთში კონცერტების ჩატარების აკრძალვას, რათა შემოსავლის წყარო დაკარგოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 თურქეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა
🔵 ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა
წყარო: t.me