პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს.
იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული კადრებს აქვეყნებს ზამთრის კურორტიდან.
კადრებმა როგორც ყოველთვის დიდი მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.
„ულევი ბედნიერება“,
„შეუდარებელი ოჯახი“,
„დიდხანს და ბედნიერად იყავით“,
„ბედნიერებაა თქვენი დანახვა“,
„წყალობა არ მოგკლებოდეთ“, - წერენ კომენტარებში.
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის წლებია კარგად ნაცნობი სახეა. ის 2018 წელს ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნანუკა და ბერა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებულ ოჯახურ მომენტებს. ბერას და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.







⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საკუთარი ბედნიერების დაბლოკვა ძალიან ადვილია“ – როგორ იზიდავს ადამიანი უბედურებას?