
მომღერალი ლელა წურწუმია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მიმართავს და მას პირობას აძლევს, რომ გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“, სანამ შეეძლება მანამდე გავა ეთერში. ტელემიმართვა წურწუმიამ დირექტორს საკუთარი გადაცემიდან გაუგზავნა.
„მე ვიცი, რომ ამ გადაცემას ჩემი დირექტორი, ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია უყურებს. ნიკა, გპირდები, ჩემი გადაცემა, სანამ შემეძლება, ყოველთვის იქნება და ყოველთვის გვერდში გედგებით, იმიტომ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც იდეისთვის ზიხარ იქ, სადაც ზიხარ“, - მიმართავს წურწუმია გვარამიას და ბოლოს იმედსაც აძლევს დირექტორს:
„სხვათა შორის სიზმარი ვნახე, ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ლელა წურწუმია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მაღალია ჭორების, ინტრიგების, დაცინვის და დამცირების ალბათობა“... - მიხეილ ცაგარელი
🔵რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg
🔵„ამ დღეს სატანურს უწოდებენ“ - ცაგარელი გაფრთხილებთ როდის გამოიჩინოთ სიფრთხილე