ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
დამიანე კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია საქართველოში. მშობლების მიერ გაზიარებული ფოტოები და ვიდეოები მუდმივად დიდ გამოხმაურებას იწვევს. გამომწერები აღნიშნავენ, რომ დამიანე ძალიან გონიერი და საყვარელი ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რაღაც ერთი წლისაა, პატარა კვარაცხელიამ უკვე მოახერხა ათასობით ადამიანის სიყვარულის მოპოვება.
ამჯერად ნიცა თავაძე შვილის უსაყვარლესს ახალ ფოტოს გვიზიარებს.
პატარა დამიანე სათამაშოებთან ერთად წიგნს ათვალიერებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა „რუბინში“ თამაშობდა.
ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველა კუთხე და ნივთი ძვირფასია“ - დაათვალიერეთ ციცინო შურღაიას სახლი
⭕„გამორჩეული წყვილი“ - კახა კალაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕ექსტრავაგანტურობის ზეიმი Met Gala 2026-ზე: ვინ დაიპყრო წითელი ხალიჩა? - ნახეთ, ფოტოკოლაჟი 📷