Digest Logo

პეტრე ბაგრატიონის საბედისწერო ქალები და სასიყვარულო ქარტეხილები

1610363423
პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ბაგრატიონ–გრუზინსკის მამა, პეტრე გრუზინსკი, უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. ის გახლდათ ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი, საქართველოში სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელი და რუსეთის მეფის კარზე მეტად დაახლოებული პირი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ნათესავი გოგონა შეუყვარდა თავდავიწყებით, მაგრამ, ეკლესიურად ეს ყოვლად დაუშვებელი რამ იყო და საქმე ქორწინებამდე არ მივიდა. გულგატეხილმა პეტრემ დაიფიცა, რომ ცოლს არასდროს შეირთავდა.

პეტრე ბაგრატიონი თავისი გმირობით ყველას აოცებდა, იმპერიის სიძლიერისთვის სიცოცხლესაც კი არ იშურებდა, მაგრამ რუსებმა ამაგი და თავდადება არ დაუფასეს, მისი საფლავი გაანადგურეს, ნეშტი კი გადააგდეს. ასეთი ბედი ერგო სიკვდილის შემდეგ სხვისი ქვეყნის ერთგულ მსახურს.

ტრაგიკული იყო მისი პირადი ცხოვრებაც, ბედისწერამ არც სიყვარულში დაინდო. მის ცხოვრებაში ორი ქალი იყო და ორივეს ეკატერინე ერქვა. ერთი მისი მეუღლე გახლდათ, რომელიც ვერ შეიყვარა, ხოლო მეორე იმპერატორ პავლე I-ის ქალიშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა ეკრძალებოდა.

გენერლის ქორწინება ეკატერინე სკავრონსკაიასთან უიღბლო აღმოჩნდა.

პეტრე ბაგრატიონი იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო.

1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა, მაგრამ პეტრემ მისი გაცნობა არ მოისურვა და იქაურობას გაეცალა.

ეკატერინე გენერლის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა, პეტრეს წამოეწია და უთხრა, მამაც გენერალს არ შეჰფერის, სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენოს და გაიქცესო. ქალიშვილის ასეთმა პირდაპირობამ ბაგრატიონი მოხიბლა.

თაყვანისმცემლებით გათამამებული ეკატერინე გენერალს ხშირად აეჭვიანებდა. მოგვიანებით ისინი იმპერატორმა, პავლე I-მა, დააქორწინა.

1800 წლის 2 სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ-მაიორმა, პეტრე ბაგრატიონმა, ჯვარი დაიწერა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე. წყვილის მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე იყო.

განსხვავებული ხასიათების აღმოჩნდნენ. მათი ხანმოკლე ოჯახური ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

ეკატერინემ სანკტ-პეტერბურგი დატოვა და ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისუფალი ცხოვრება დაიწყო. ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და პეტრე ისე გარდაიცვალა, ცოლს არც უნახავს.

ეკატერინე როგროც ცნობილია აღვირახსნილი ქალი იყო და მთელ ევროპაში სახელი ასე სკანდალურად გაითქვა.

43 წლის პეტრე ბაგრატიონის სახელი მთელ ევროპაში ქუხდა. მას მოწიწებით იწვევდნენ საზეიმო საღამოებზე, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ.

სწორედ ამ დროს გენერლით მოხიბლულ ქალებს შორის აღმოჩნდა იმპერატორ ალექსანდრე I-ის და, 19 წლის ეკატერინა პავლოვნა.

„ეკატერინეს თავდავიწყებით შეუყვარდა სახელოვანი სარდალი. იმპერატორის დის მიმართ არც გენერალი იყო გულგრილი. ეს ის ეკატერინე გახლდათ, რომლის ცოლად შერთვა თავად ნაპოლეონს სურდა, მაგრამ უარი უთხრეს.

პეტრე ბაგრატიონისა და ეკატერინეს სიყვარულზე სასახლეში ჭორები გავრცელდა. სამეფო კარმა გენერალი სანტკ-პეტერბურგს მოაშორა და მოლდავეთის არმიაში გაგზავნეს. 1809 წლის 1 ივლისს კი ეკატერინე სასწრაფოდ გაათხოვეს პრინც ოლდენბურგზე, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-მაიორი იყო.

გათხოვილმა ეკატერინემ მაინც ვერ შეძლო პეტრეს დავიწყება და არც ბაგრატიონმა დაივიწყა თავისი სიყვარული.

ამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულა პეტრე ბაგრატიონმა და ეს გრძნობა საფლავში ჩაიყოლა.

1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში, პეტრე ბაგრატიონი სასიკვდილოდ დაიჭრა და 12 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილ გენერალს სათუთუნეში ფაქიზად შენახული ეკატერინე პავლოვნას ფოტო აღმოაჩნდა…

გენერლის პეტრე ბაგრატიონის საფლავი გაანადგურეს, თუმცა საფლავის ფოტო ინტერნტში იძებნება.

მისი ნეშტი კი შეურაცხყვეს. ასეთია სხვისი დროშის ქვეშ მებრძოლი გმირის ბედი, მხოლოდ სამშობლოა გმირის ღირსეული შემფასებელი.

წლების შემდეგ დაიწერა, რომ გენერალი ექიმების უყურადღებობამ და დაუდევრობამ იმსხვერპლა. პეტრე ბაგრატიონისთვის დროზე რომ გაეკეთებინათ ოპერაცია, მის გადარჩენას შეძლებდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ფხაკაძის საოცარი სახლი თბილისში - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ვინ არის რეალურად „ზულეიჰა“ - ცნობილი თურქი მსახიობი „ჩუქუროვადან“