Digest Logo

ქართველი სელებრითების შვილების პირველი დღე სკოლაში – ფოტოკოლაჟი

1757422186
 ცნობილების შვილებ

საქართველოში სკოლების ნაწილმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ეს დღე მშობლებისთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მშობლებისთვის, ვისი შვილიც ახლა იწყებს სასკოლო ცხოვრებას. 

ქართველი სელებრითები, სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს აზიარებენ, რომელსაც „დაიჯესტი“ გიზიარებთ: 

ინფლუენსერი ნათია ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს გულწრფელ ემოციებს უზიარებს ქალიშვილის, ნიცას, სკოლაში პირველი დღის აღნიშვნაზე.

„დღეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა - ნიცა უკვე სკოლის მოსწავლეა.

ვერც კი ვიჯერებ, როგორ მალე გავიდა დრო… თითქოს გუშინ იყო, დედა „ნუ კილიხარო“ რომ მეძახდა და ახლა უკვე თავის დიდ გზას იწყებს.

როგორც დედა, მთელი გულით მინდა, რომ მის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგას. სკოლა არის ახალი თავგადასავალი, ახალი მეგობრები, ახალი ცოდნა.

ნიცას ვუსურვებ, რომ ყოველი დღე სიხარულითა და ინტერესით დაიწყოს, არასდროს დაკარგოს სიახლის აღმოჩენის სურვილი და მუდამ ირწმუნოს საკუთარი ძალის. მინდა, რომ იცოდეს – გზა ყოველთვის არ იქნება მარტივი, მაგრამ შრომით, სიყვარულით და რწმენით, შეუძლებელი არაფერია.

და არა მხოლოდ ნიცას – ყველა პატარა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას და იმ გზას, რომელიც მათი ოცნებებისკენ მიანათებს

ჩვენ, მშობლები, მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით – თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, თქვენი სიყვარული და თქვენი ყველაზე ძლიერი საყრდენი“,- წერს ინფლუენსერი.

სკოლაში წავიდა ცნობილი ინფლუენსერების სალი წვერავას და გიორგი ჯობავას შვილიც. 

„ყველას გუშინდელი დღესავით რომ გვახსოვს სებეს დაბადება, უკვე პირველკლასელია. მია კი დიდი გოგოა, მე-5 კლასში გადავიდა. ვიცი, რომ სწავლის დაწყება ყველა მოზარდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, თითოეული ახალი დღე მათთვის გამოწვევაა, თითოეული გაკვეთილი გამოცდილება და თითოეული წარმატება ჩვენი ყველას ბედნიერება. მინდა, რომ ეს წელი სავსე იყოს წინსვლით, სიკეთით, შემეცნებით, ზრდით, კეთილი ადამიანებით და დაუვიწყარი მოგონებებით”, - წერს სალი წვერავა.

სკოლაში წავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის და ნინი კვერნაძის უსაყვარლესი შვილი - შაი. 

„პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა”, - დაწერა ნინი კვერნაძემ სოციალურ ქსელში.

ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის შვილი ანნა, სკოლამდელ დაწესებულებაში წავიდა.

„First day at PRESCHOOL🤍“, - წერს ჯანეტი.

ამერიკაში მცხოვრები მოდელის და ტელეწამყვანის ნუკი კოშკელიშვილის და ბენის შვილი, ოლივერი სკოლაში წავიდა - ის მეორე კლასში გადავიდა. 

„მეორე კლასის პირველი დღე!!!“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕44 წლის ნინო ჩხეიძე იასამნისფერ ელეგანტურ კაბაში პოზირებს - „შენთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია“

🎥 „მოხარშული ღვიძლი რკინას აღარ შეიცავს, ამას საქონლის წითელი ხორცი ჯობს...“ - როგორ უნდა მოამზადოთ პროდუქტი სწორად, რომ ორგანიზმმა რკინა მიიღოს

⭕„ექიმებმა მკაფიოდ თქვეს „არა“ - მინიმუმ პირველ სამ თამაშში მონაწილეობა არ შეიძლებოდა“ - რა სჭირდა თორნიკე შენგელიას ევრობასკეტამდე?