რუსეთში მოღვაწე ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტი ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას.
9 სექტემბერს, მომღერალი იუბილარი იყო. მან დაბადების დღე წყნეთში, საკუთარ აგარაკზე უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა და ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„სილამაზე“,
„საოცარი გარემოა“,
„ბედნიერი დღეები გქონდეს ქეთა“,
„ულამაზესია ეს ყველაფერი“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ქეთა პირველად ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ოლივია შეეძინა. მეორედ კი ასევე ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე იქორწინა. მათ ვაჟი, ადამი შეეძინათ. ახლა კი ნიკოლის მშობლები გახდნენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს
⭕„ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს“- თამარ ივერი
⭕„ამას რას ხედავს ჩემი თვალები“ - თამო ვაშალომიძე ვენეციაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს