ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ყოფილი მორაგბე და დეპუტატის, დავით კაჭარავას მეუღლეა სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და პროფესიაზე ისაუბრა.
ქეთი ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახში მოვალეობები მას და მის მეუღლეს თანაბრად აქვთ გადანაწილებული. როგორც ტანმოვარჯიშე ამბობს, სახლი მისთვის, განტვირთვასთან ასოცირდება:
„ვიყავით ბათუმში საერთაშორისო ტურნირზე. იღებდა მონაწილეობას 200-მდე ადამიანი. კარგად გამოვიდნენ გოგონები. ნუცა 6 წლის არის, ამ ასაკში ბავშვები ჯერ ეგუებიან უცხო გარემოში გამოსვლას. რომ არ დაიბნეს, დიდ შედეგებზე ფიქრი ადრეა, თუმცა საფეხურებზე ადიან. ასევე არიან მშობლები, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ამ საქმეს და ყველანაირად გვერდში უდგანან პატარებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ არის მარტივი ეს ყველაფერი. 4-მა მწვრთნელმა 30 ბავშვი წავიყვანეთ ტურნირზე, მარტოებმა. ძალიან კარგად იქცეოდნენ.
სახლში ჩემ თავს ვასწავლი, რომ უნდა მოვდუნდე. არაუშავს თუ ცოტა არეულობა იქნება ან რამეებს ვერ მოვასწრებ, რადგან ასე შეიძლება გადაიწვას ადამიანი. ასევე გვყავს ორი დამხმარე. გაყოფილები ვართ, გადანაწილებულები გვაქვს მოვალეობები. მე ილიას ვაძინებ ხოლმე. ცოტა რთული პერიოდი გვქონდა ვირუსების. საავადმყოფოშიც კი მოვხვდით. მარია დათოს ჰყავს ჩაბარებული, ილია - მე. ასე ვანაწილებთ მოვალეობებს. მარიას დილა იწყება 06:00 საათზე, რთავენ მოცარტს და აკეთებენ ვარჯიშებს.
დათოს მეგობრები ეუბნებოდნენ - „ნახე გოგო რას გიზამსო“, ვატყობ, რომ მართლა ითაფლება. ძალიან უხარია რომ ოჯახში გოგოა“, - აღნიშნა ქეთი ხატიაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ადამიანი ღირსებასთან მიდის კომპრომისზე...“ - ნინო კანდელაკი ბრჭყვიალა შოუბიზნესის რეალობაზე