Digest Logo

ქეთი წიქვაძის და ნიკა არველაძის სიყვარულის ამბავი - „ჩვენი ურთიერთობის მთავარი საფუძველი ნდობაა“

1783426787
ქეთი წიქვაძე

ირინა ქიქოძის პოდკასტის სტუმარი „მერე?“ მსახიობი ქეთი წიქვაძე იმყოფებოდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა. 

მან გადაცემაში მეუღლის - ნიკა არველაძის შესახებ ისაუბრა. 

„ნიკა ძალიან კარგი მამაა. მით უმეტეს, როცა ფეხის ამბავი იყო, ჩემთან ერთად ღამე იღვიძებდა, ყველაფერში მეხმარებოდა. მოკლედ, კარგი მამაა ნიკა. ალბათ გადაგიჟებულია ამ პატარა ბავშვზე.

ჩვენი ურთიერთობის მთავარი საფუძველი კი ალბათ 100%-იანი ნდობა ერთმანეთის მიმართ. ეს არის, ჩემი აზრით, ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი...

არველაძეების ოჯახს მანამდეც ვიცნობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, ამ ადამიანებით გაოგნებული ვარ. მართლა ყველაზე საყვარლები არიან დედამიწაზე“, - ამბობს ქეთი წიქვაძე. 

ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.

ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის მეუღლე გახლავთ.

წყვილს ერთი შვილი ჰყავთ, რომელსაც რეზი დაარქვეს. 

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕2026 წლის 12 აგვისტო მზის სრული დაბნელება - „ეს არის გარდაქმნისა და ახალი ციკლის დასაწყისი“

⭕ნუ იყიდით სახლს, სანამ ამას არ შეამოწმებთ - რა შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს თქვენს საცხოვრებელზე, ეს უნდა იცოდეთ!

⭕რომელი დღეებია ივლისში ყველაზე წარმატებული ახალი წამოწყებებისა და საქმეებისთვის და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - თვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები