Digest Logo

უმშვენიერესი სალომე ღვინიაშვილი 42 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მოდელმა დაბადების დღე

1779169065
სალომე ღვინიაშვილი

მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, დახვეწილ ლუქებსა და თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინას. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს - მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ის სტილისა და მოტივაციის ნამდვილ წყაროს წარმოადგენს.

18 მაისს სალომე ღვინიაშვილი იუბილარი იყო. იგი 42 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში, გრანდიოზულად აღნიშნა. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები წვეულებიდან, სადაც მოდელი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და უამრავი თბილი მილოცვა მიიღო.

სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.

სალომე ღვინიაშვილი 3 შვილის დედაა, უფროსი  შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

კადრები წვეულებიდან👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მამა, როცა მენატრება, ხშირად ვტირი, ბოლოს 5 წლის წინ ვნახე“ - ლიზა დარასელია

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა