Digest Logo

„რა საქონ*ლს ჰგავს“, “ეს ვინ წაათრია“: ნანუკა გულუა მის მიმართ ბულინგის მძიმე პერიოდს იხსენებს

1779184853
ნანუკა გულუა

ცნობილი ქართველი მსახიობი ნანუკა გულუა პოდკასტ „სარკასტიკაში“ იყო სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ერთ-ერთი თემა კი მისი მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ბულინგი იყო.

„პირველად დამაბულინგეს, როდესაც გადაცემა „ქალები“ მიმყავდა და იქ ვიხუმრე ლაქტაციაზე ძალიან ცუდად და მერე უფრო ვიგრძენი, როდესაც შვილები მეყოლა რა ცუდი ხუმრობა იყო. 

მეორე დღეს ყველას ვეზიზღებოდი, ყველა ცუდ რაღაცებს მწერდა, სანამ ეთერამდე მივედი და ბოდიში მომივიხადე, ძალიან შემრცხვა და ახსნა მომიხდა, რატომ მომიხდა ასე, ეს იყო ურთულესი პერიოდი, მერე ყველაფერს ეჩვევი. 

შემდეგ იყო ბულინგი, „რამხელა იყო“, „რა საქონელს ჰგავს“, „ეს ვინ წაათრია“ და ა.შ. ახლა არაფერი აღარ მოქმედებს ჩემზე“, - ამბობს ნანუკა გულუა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕19 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი: „იდეალური დღეა ბანკებთან ურთიერთობისთვის... თქვენი სიტყვა დღეს ოქროდ ფასობს“

⭕როგორ აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

⭕„ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ, მეორე შანსი აღარ გვექნება და ამიტომაც, ვიცხოვროთ ისე, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები სანანებელი არ გაგვიხდეს“ - ასტროლოგი