Digest Logo

რა სასჯელი ემუქრებათ ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს დვალიშვილზე თავდასხმისთვის

1794470666
უსმან ნურმაგომედოვს

ცნობილი გამოცემა Home of fight-ი განმარტავს, რა სასჯელი შეიძლება ემუქრებოდეს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, რომლებიც გუშინ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს დაესხნენ თავს.

გამოცემის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს შესაძლოა, ერთ წლამდე პატიმრობა და დაახლოებით 2700 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს - ასეთ სასჯელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონის 390-ე მუხლი ითვალისწინებს.

„ეს მუხლი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერაბ დვალიშვილი მის წინააღმდეგ საჩივარს არ შეიტანს, ვინაიდან საქმეში არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს“, - წერს გამოცემა.

ამასთანავე, 392-ე მუხლის მიხედვით, 3 ან მეტი პირის მონაწილეობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს საღამოს, აბუ-დაბიში მყოფ მერაბ დვალიშვილს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა, თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზედაც მან და მისმა თანხლებმა პირებმა მერაბისგან და მისი უმცროსი მეგობრისგან, 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილისგან სათანადო პასუხი მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „20 წლის ბავშვს, ამხელა ჩემპიონსა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს“ - ლევან ჩოხელი უსმან ნურმაგომედოვს აკრიტიკებს

⭕„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მუდამ!“ - გია ბაღაშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„მაგ ტურებს სადაც შევხვდები ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!“ - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზაშვილს ამხნევებს

წყარო: www.crystalsport.ge

✕