Digest Logo

🎥 „რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, რომ მე კარგი განათლება მიმეღო...“ - თაკო ჩორგოლაშვილი დედაზე

1787577780
თკო ჩორგოლაშვილი

ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში დედას იხსენებს. იგი ემოციურად საუბრობს იმ ყველაფერზე, რაც მას დედამ გაუკეთა უკეთესი მომავლისთვის.

„ყველას ცხოვრებაში არსებობს რთული ეტაპები, ხომ? დედას ცხოვრებაში ეს რთული ეტაპი დადგა მაშინ, როდესაც ის ცხოვრების სირთულეების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მარტო, ჩემთან ერთად. იყო დაახლოებით 25 წლის. უნდა მოეხერხებინა და რამდენიმე სამსახურში ემუშავა იმისათვის, რომ მე ვყოფილიყავი რაღაც ეტაპზე წარმატებული, კარგი განათლება მიმეღო, ღირსეული ადამიანი დავმდგარიყავი. ვიცოდი, რომ დედაჩემის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. 

მე მახსოვს, დედა მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა ღამის 12 საათზე სხვა სამსახურში და ღამეს ათენებდა ხოლმე, ბრუნდებოდა დილით გამთენიისას სახლში და რაღაც სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. არასდროს არ მახსენდება დღე, რომელიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი მოწყენილი, დაღლილი, რაღაც უხასიათოდ მენახოს. არ მახსენდება ეგეთი დღე. ამიტომ ვარ ხოლმე აღფრთოვანებული მისიით, რომ როგორი საოცარი სიყვარულია დედაშვილობა, რომ სულ რომ თავზემოთ ძალა არ არის, იმასაც გაკეთებინებს“, - იხსენებს ტელეწამყვანი.

ნახეთ, ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი ზაფხულის ცხელ დღეებს ბაკურიანში ატარებენ

⭕24-30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?

⭕„ამ ფოტოზე დედა 28 წლისაა, მე-2 წლის...“ - გია ბაღაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს