Digest Logo

🎥 რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი თავს? - ქართველი ბლოგერი მიზეზებზე

1741178564
რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი ადამიანი თავს?

რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი ადამიანი თავს?  - ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე.

მისი თქმით, კორეაში შოუბიზნესში მოხვედრა რთულია, რადგან არის დიდი კონკურენცია.

„სამხრეთ კორეელი მსახიობი კიმ სე რონი საკუთარ ბინაში, სეულში, გარდაცვლილი იპოვეს. Netflix-ის ცნობილი სერიალის „მონადირე ძაღლების “ 24 წლის ვარსკვლავმა თავი მოიკლა. 

კიმმა კარიერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო. ის წარმატებული მსახიობი იყო სამხრეთ კორეაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ 2022 წელს იგი ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს.

გოგონა ქალაქის რამდენიმე კონსტრუქციას შეეჯახა, მათ შორის ღობეებსა და ხეებს. მას შემდეგ გოგონა მუდმივად მუდმივი ბულინგის მსხვერპლი გახდა, მიუხედავად საჯარო ბოდიშისა და ფულადი კომპენსაციისა. მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ზეწოლამ და აგრესიამ მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე ცნობილი ბლოგერი, მომღერალი და მსახიობი გარდაიცვალა. მაგალითად, ფილმში „პარაზიტი“ მთავარი როლის შემსრულებელმა სუნ-კიუნმა 2023 წელს თავი მოიკლა.

2019 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე K-pop-ის ვარსკვლავმა კუ ჰარამ. ის 28 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ვერ უმკლავდებოდა ბულინგს.

ცნობილი ადამიანები ადამიანები არიან და ბულინგს რაც არ უნდა შეჩვეული იყო რთულია გაუძლო. კორეაში ხშირად უჩივიან ხოლმე ცუდი კომენტარების ავტორებს“, - ამბობს სოფიო კვინიკაძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები

🎥 „ოჯახური ღირებულების ტრადიცია“ - რომელიც ტრადიციები მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში?

⭕ როდის უნდა შეიჭრათ თმა? - მარტის კალენდარი ახალი ვარცხნილობისთვის