დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე „იუთუბის“ არხზე კოტcast-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მან ასევე ისაუბრა მის ერთადერთ ქალიშვილზე ანასტასიაზე, რომელიც 20 წლის არის და ამჟამად პარიზში სწავლობს.
როგორც დიზაინერი ჰყვება, გოგონამ უარი თქვა სამოდელო საქმიანობაზე.
„ძალიან სასტიკია მოდის სფერო. თუ ხარ მოდელი 16,17 18 წლის ულამაზესი გოგო და ხშირად იღებ უარს, ამით შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები აიკიდო და გეგონოს, რომ ძალიან მახინჯი ხარ.
სამწუხაროდ, ამით ბევრი გოგოა დაავადებული.
ჩემი შვილის დიდი მოთხოვნილების, რომ მოდელი გამხდარიყო მაინც არ გახდა მოდელი, ეს არც მე და არც ხათუნას არ გვინდოდა. იგი სწავლობს პარიზში და აქვს ძალიან ბევრი შეთავაზება აგენტებისგან, თუმცა არ მიდის სწორედ ამ სტრესის გამო“, - ჰყვება დიზაინერი.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია