Digest Logo

„რაც წლები მემატება, ფუფუნების საგნები უფრო და უფრო კარგავენ მნიშვნელობა“ – რატომ გაყიდა გია ჯაჯანიძემ ბინა

1788292058
 გია ჯაჯანიძე

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ღირებულ დაბანდებად? - ამის შესახებ გია ჯაჯანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს წლების მატებასთან ერთად, ფუფუნების საგნები უფრო და უფრო კარგავენ მნიშვნელობას.

„მთელი ქვეყანა ამბობს, რომ ოქროში უნდა დააბანდო ფული. მე ოქრო არასდროს მიყიდია, მხოლოდ უჩუქებიათ. ლამაზია, კი ბატონო, მაგრამ მე მაქვს ლამაზი სამკაულები, მაგრამ არ მინდა ოქრო და მასში ფულის გადაყრა. ბევრს მომგებიანად უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება მიაჩნია – რომ გააქირავოს. მე ძალიან მიყვარს კომფორტი. მქონდა ბინა საბურთალოზე და ერთი წელი ვაქირავებდი. წყალი ჩაუშვეს მეზობელთან, დამირეკეს, რაღაც გაფუჭდა, დამირეკეს... სად მაქვს ამის ნერვები?! ავდექი და გავყიდე ეს ბინა. მერე იმ თანხით მშენებარეში შევიძინე ფართი და ახლა ვარემონტებინებ. რად მინდა? – ისიც არ ვიცი. ვიგონებ, რომ ზამთარში აქ რომ შემცივდება, იქ წავალ, კორპუსის ბინაში უფრო სითბო იქნება.

რაც წლები მემატება, ფუფუნების საგნები უფრო და უფრო კარგავენ მნიშვნელობას. მინდა, ჰარმონიულად ვიცხოვრო, არ ვიდარდო, არ ვინერვიულო.

მე მაქვს ბათუმში ბინა, მეოთხე წელია, იმ სახლში არ ვყოფილვარ. ჩემი ახლობლები ჩადიან, ისვენებენ და ბედნიერები არიან. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ასე ვცხოვრობ“, - ამბობს გია ჯაჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არავის შეეჯიბრო, გარდა შენი გუშინდელი დღისა“ - რას წერს გია მურღულია

⭕შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, კიდევ ერთი მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმეს

⭕მზად ხართ ახალი სასწავლო წლისთვის? - სახალისო ტესტი მშობლებისთვის