
სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია - იგი 22 აპრილს დედა გახდა. ამის შესახებ ცნობილი მისი სოციალური ქსელიდან გახდა.
სოფია კვინიკაძე სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები უკვე გაუზიარა საზოგადოებას და პერიოდულად ახალ კადრებს უზიარებს.
რამდენიმე დღის წინ სოფია სამშობლოში დაბრუნდა, იგი პატარა იოჰანესთან ერთად და მეუღლესთან ესტუმრა მშობლიურ ქუთაისს.
ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში მეუღლის და შვილის მხიარულ კადრებს აქვეყნებს სათაურით, სადაც ჩანს რომ მამა-შვილმა თმაზე კიკინები გაიკეთეს.
„რავარც ჩემი ბიჭი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო.“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: