Digest Logo

🎥 „რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი - იარო წინ და ყველა ბოროტმოქმედს უსურვო სიკეთე...“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

1757595927
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს ადამიანებზე, რომლებიც ზურგს უკან ლაპარაკობენ და სხვებს აბულინგებენ:

„როდესაც ვიღაც შენს ზურგს უკან ლაპარაკობს, შენს უკან გლანძღავს, დაიმახსოვრე ის რჩება შენს ზურგს უკან და ვერასდროს ვერ დადგება შენს წინ.

ბულინგი, უტიფარი საქციელი, უზრდელური გამოხტომა და სხვის საქმეში შეხტომა, ყველას კრიტიკა, ყველგან უაზრო აზრების დაფიქსირება, ჭკვიანური სახით აბსურდის ბოდიალი, ტყუილი, ბევრი ტყუილი და ყალბი ბედნიერება, სხვისი ბოღმის გულში ტარებით 21-ე საუკუნის სენია. ვერ გაექცევი, ვერ დაემალები, მაინც გიპოვის. რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი - იარო წინ და ყველა ბოროტმოქმედს უსურვო სიკეთე, იქამდე ვიდრე ეს შენი სიკეთე ყელში არ გაეჩხირებათ. არ ვიცი სკოლაში ხარ, უნივერსიტეტში, დედა ხარ, ბებია თუ ბაბუა, დამიჯერე ბოროტი უძლურია და ცოდო.

შენ კი ყველაფერი გამოგივა.

პ.ს. მიმაქვს მე-3 შეკვრა შეკვეთები ამერიკაში, რას წარმოვიდგენდი თუნდაც ერთი წლის წინ, რომ დღეში ამდენი შეკვეთა იქნებოდა, ნამდვილად ღირს გაჩერება და წაცეკვება“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„5600$, სამუშაო ლეპტოპი, ბანკის ბარათებიდან მოხსნა 8000$“ - ირაკლი ლომაია რიო-დე-ჟანეიროში გაძარცვეს, რას წერს მსახიობი

„განსხვავებული, განსაკუთრებული, შეუდარებელი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„უნაკლოა ორივე...“ - მანუ მურღულიას ცეცხლოვანი ფოტოები AMG GTS-თან