მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ვიდეოს გვიზიარებს, რომელმაც უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.
„სილამაზე“,
„სიტყვები ზედმეტია“,
„ელეგანტური და დახვეწილი“,
„როდესაც გვერდით სწორი ადამიანი გეყოლება ყოველთვის ბედნიერი იქნები“,
„შეუდარებელი ხარ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სულ უნდა ბრწყინავდე“ - თამო ვაშალომიძე ახლა კადრებს აქვეყნებს