Digest Logo

🎥 „როგორ სწრაფად გარბის დრო... წარმატებები და დიდი მიღწევები“ - ნუკი კოშკელიშვილის ვაჟმა სკოლის კარები პირველად შეაღო

1789123944
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი და ბლოგერი ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან და ემოციურ ეტაპს უზიარებს. ამჯერად ტელესახემ სოციალურ ქსელში თბილი ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აცილებს უფროს ვაჟს სკოლაში.

პირველი სასწავლო დღისადმი მიძღვნილმა ვიდეომ და შვილებთან ერთად გადაღებულმა კადრებმა გამომწერებისგან უამრავი თბილი სურვილი და მილოცვა დაიმსახურა:

„გილოცავთ პირველ სკოლის დღეს! წარმატებული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელი პატარა ოლივერს!“,

„როგორ სწრაფად გარბის დრო... წარმატებები და დიდი მიღწევები ახალ ეტაპზე!“.

„უზომოდ თბილი და ემოციური კადრებია. ბედნიერი და ლამაზი მომავალი თქვენს ოჯახს!“, - წერენ კომენტარებში.

ნუკი კოშკელიშვილი ქართული მედიასივრცის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და ცნობილი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში დაიწყო, რასაც მოჰყვა წარმატებული მოღვაწეობა ტელევიზიაში, სადაც მაყურებელს თავი სხვადასხვა პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში დაამახსოვრა.

გარდა სატელევიზიო საქმიანობისა, ნუკი წარმატებული ბიზნესლედია — მას საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი აქვს. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც გამომწერებს ყოველთვის უშუალო და გულწრფელი კონტენტით ხიბლავს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნუკის მეუღლე ამერიკელი ბენჯი ჩეიმია. წყვილი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და შვილებს ზრდის. ნუკი სოციალურ ქსელებში აქტიურად უზიარებს გულშემატკივრებს ამერიკული ცხოვრების დეტალებს, ოჯახურ სიხარულსა და შვილების აღზრდის გამოცდილებას.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე