Digest Logo

🎥 „როგორც იქნა გადავდგი ნაბიჯი“ - ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა

1743768061
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაზე მუშაობს:

„ყველაფერი მიდის იდეალურად, ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა გადავდგი ნაბიჯი და გადავედი. გრემის დაჯილდოების შემდეგ ისეთი მოტივაცია მქონდა, რომ დარჩენა გადავწყვიტე. 

ახლა ვმუშაობ ახალ ალბომზე, იქნება სულ სხვანაირი ჟანრი, ასეთი სიმღერები ჯერ არ მქონია და მოტივირებული ვარ, ვიყო იდეალურ ფორმაში. ყოველ დღე მაქსიმალურად დატვირთული ვარ.

ლას-ვეგასში ძალიან ხშირად ჩავდივარ, ხან პოდკასტია ჩასაწერი, ხან ინტერვიუ, ხან ივენთი და გამოვიდა ისე, რომ რამდენჯერაც ჩავედი, ვცდილობდი მერაბი მენახა, ადრეც მინდოდა, მაგრამ ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა არის ბედნიერება, გადადებული ცხოვრება, ემოციები, ცხოვრებით კმაყოფილება - მაია ხოსიტაშვილის განმარტება

🎥 „მენტალურად ძლიერი ადამიანები არაძლიერისგან განსხვავდებიან ქცევით... ათას კილომეტრიანი გზა იწყება ერთი ნაბიჯით“ - ალექსანდრე ჯეჯელავას საინტერესო ინტერვიუ

🎥 „ეს დაიხურა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, შემდეგ „ქართული ოცნების“ მოსვლის დროს სასამართლო მოვიგეთ“ - ზურაბ ვახანია უზნაძის კვლევით ინსტიტუტზე