
მაია ხოსიტაშვილი ფსიქო განათლების ცენტრის – „Psycho-Solutions“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის ასევე არის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი, ასისტენტ მკვლევარი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; „ფრილანსერი“, დამოუკიდებელი ტრენერ-კონსულტანტი.
სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად იგი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც დამოუკიდებელი ტრენერი, ტრენერ-კონსულტანტი, ექსპერტი.
მაია არის ფსიქოლოგიის დოქტორობის კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი და სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი, პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალობით.
მაია ხოსიტაშვილი გადაცემის „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა, როგორიცაა ბედნიერების ცნების განსაზღვრა, ემოციები, ცხოვრებით კმაყოფილება:
„ბედნიერება არის შევქმნათ ცხოვრება, რომელში გათენება გვიხარია, ერთი სული გვაქვს როდის წავალთ სამსახურში და სამსახურის შემდეგ ერთი სული გვაქვს დავბრუნდეთ სახლში, ანუ როცა ბალანსია პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ცხოვრებას შორის.
მეცნიერულად, ბედნიერება ორ კომპონენტამდე დაიყვანება, პირველია პოზიტიური ემოციების გამოცდილების მიღების უნარი, ანუ ემოციური სიამოვნების მიღების უნარი და მეორე ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ანუ საზრისის ქონა. ბედნიერება = სიამოვნება+საზრისი.
მონეტის მეორე მხარე უბედურებაა, თუ გადმოვთარგმნოთ რა არის უბედურება გამოდის ეს არის სიამოვნების მიღების უუნარობა და საზრისის დაკარგვა, ე.წ. ეგზისტენციალური ვაკუუმი ( არ ვიცი ვინ ვარ, რა ვარ, რა მინდა, რა მინდა, საიდან მოვდივარ, რას ვაკეთებ, საით მიდის ჩემი ცხოვრება)“, - ამბობს მაია ხოსიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: