ყველასათვის საყვარელი მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსა და კარიერაზე საუბრობს.
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელმა განსაზღვრა მომღერალ დოდონა ნამორაძის წარმატება ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
„თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. მათ ყველანაირად შემიწყვეს ხელი როგორც კარიერულ, ისე პიროვნულ განვითარებაში. გამიმართლა იმაშიც, რომ მუსიკალურ ოჯახში დავიბადე: მამა კლარნეტისტია, ბებია, ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, ბაბუა ოპერის ორკესტრში უკრავდა ალტზე და ბავშვობიდან ახლო შეხება მაქვს მუსიკასთან, რაც ძალიან დამეხმარა.
საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასიამოვნო დამთხვევა მოხდა. სწორ დროს სწორ ადამიანს შევხვედრივარ, თითქოს, იმისთვის, რომ ჩემთვის გზა გაეკაფათ. როდესაც ბერძნულ „ვოისში“ ვმონაწილეობდი, ავთანდილ მიქაბერიძემ, იქაური „კავკასიის ემიგრანტთა ცენტრის“ თავმჯდომარემ, გია ბაღაშვილი გამაცნო და ამის შემდეგ აღმოვჩნდი „იუმორინაში“. ასე დაიწყო ჩემი კარიერა საქართველოში. რომ არა ეს შეხვედრა, არ მოხდებოდა ის ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა. ესეც დიდი იღბალია, რომელმაც ჩემი ცხოვრების გზა სასიკეთოდ შეცვალა“, - ამბობს დოდონა.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
დოდონა ნამორაძე: შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ, მაგრამ ლიმიტირებულად, ანუ, მანამ, სანამ შრომა სიამოვნებას მანიჭებს. თავის ძალიან გადაღლა არ მიყვარს. სანამ მუსიკალურ სფეროში გადმოვიდოდი, ბიზნესვუმენი ვიყავი, ჩემი ტურისტული სააგენტო მქონდა. იმ პერიოდში 4 საათი მეძინა და 20 საათი ვმუშაობდი იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია წინ წამეწია.
რაც შეეხება მუსიკას, ხალხს ჰგონია, რომ მუსიკოსობა ძალიან მარტივია, მხოლოდ სიამოვნებასთან ასოცირდება და ამას დამღლელი შრომა არ სჭირდება. ასე ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი შრომა გვიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემს კარიერას არ ვუყურებ, როგორც სამუშაოს. ეს მე იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ შემიძლია, მთელი დღე ვიმღერო და ეს მივიღო, როგორც ცხოვრების წესი, თუმცა, თან ძალიანაც არ გადავიღალო თავი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქარი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
⭕🎥 შორენა ბეგაშვილმა ნიშნობის შემდეგ ძვირად ღირებული საჩუქრები მიიღო - რა კადრებს გვიზიარებს მოდელი
წყარო: tbiliselebi.ge