
ბოლო წელიწად ნახევარი უსინათლო მომღერლისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან 2023 წლის 20 მაისს გარდაიცვალა დიანა ღურწკაიას საყვარელი მეუღლე, პეტრე კუჩერენკო.
დიანა ღურწკაია, რომელიც წლებია ეკრანზე არ გამოჩენილა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქართულ ტელესივრცეში გადაცემაში „ნოესთან“ იქნება სტუმარი.
როგორც გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, იგი გადაცემაში შვილზე, მეუღლეზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.
„როცა მეუბნებიან ჩემ შვილზე რა ლამაზი ბიჭი გყავსო, მიფიქრია 5 წუთით დამანახვა და მეტს არ ვიტყოდი...
ამ გრძნობას მტერსაც არ ვუსურვებ... დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა ჩემი თავისთვის „ადექი“, - ამბობს დიანა ღურწკაია.
გადაცემა ეთერში 18 მაისს 22:30 წთ-ზე გავა ეთერში.
იქამდე ნახეთ ანონსი 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: