Digest Logo

„როცა მომინდება და სადაც მინდა წავალ, ჩვენი შრომითა და შემოსავლით ვცხოვრობთ...“ - სალომე ღვინაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

1772712591
 სალომე ღვინიაშვილი.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. 

საქართველოში დაბრუნებულთაგან ერთ-ერთი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი იყო. 

„ჩვენ ვიმყოფებოდით აბუ-დაბიში, თვითონ ქალაქში სიტუაცია ძალიან მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ხმები პერიოდულად სულ გვესმოდა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით. მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“,- თქვა სალომე ღვინიაშვილმა აეროპორტში მედიასთან.

მის კომენტარმა კი დიდი რეზონანსი გამოიწვია და გააკრიტიკეს. ამჯერად სალომემ გამოაქვეყნა პოსტი და საზოგადოებას მიმართავს: 

„გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეეძლო მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. როცა რაღაც კარგი ხდება, რატომ არის ასე რთული ამის აღიარება?

ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, როცა კარგს ვაფასებთ და ვამბობთ, რომ ეს კარგი. ისევე როგორც ბუნებრივია, როცა კრიტიკას გამოვთქვამთ ან პროტესტსაც ვაფიქსირებთ, თუ რამე არ მოგვწონს.

ეს პოლიტიკურ მხარეებზე არ უნდა გადიოდეს, საბოლოოდ ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა.

ასევე, მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, ვინც უკვე მეორე დღეა ჩემი ლანძღვით არის დაკავებული. მეგობრებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ. ვშრომობთ და ვცხოვრობთ ჩვენი შრომითი. შესაბამისად, როცა მომინდება, ჩემი შემოსავლით წავალ იქ, სადაც მინდა.

რაც შეეხება ე.წ. „მთავრობის სიებს“, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს და ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ.

და ბოლოს მადლობა ყველას, ვისაც უბრალოდ გაუხარდა ჩემი მშვიდობით დაბრუნება ქვეყანაში“, - წერს სალომე ღვინიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რამდენად მაღალია ატომის გამოყენების შანსი და რას ნიშნავს „ბოლო ჟამი“? - გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე

⭕„სანამ ჩაის პაკეტს გამოიყენებთ დაფიქრდით“: რას ვსვამთ სინამდვილეში? - არუნ ხათრის გაფრთხილება

⭕სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახლგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს