მსახიობი - გიორგი გილიგაშვილი საზოგადოების წინაშე დასთან – ნუცა გილიგაშვილთან ერთად წარდგა ახალი სიმღერით – „არ დათვალო“. დუეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ნუცა ჟურნალ „თბილისელებთან“ აცხადებს, სიმღერის შემდეგ ხალხისგან უფრო მეტ სიყვარულს გრძნობს.
აგრეთვე მან გიორგის ჯანმრთელობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ განსაცდელმა მათი ოჯახი უფრო გააძლიერა და გააერთიანა.
„გიორგი თავიდან საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. ჩურჩულით, ნელ-ნელა დაიწყო და მადლობა ღმერთს, სასაუბრო ხმა დაუბრუნდა. მერე ნელ-ნელა სასიმღერო ხმაც დაიბრუნა. ექიმმა უთხრა, ისეთი რამ მოგაშორე ყელიდან, ბევრად უფრო მაგარი ხმა გექნებაო. მადლობა ღმერთს ამ შედეგისთვის. გიორგი ისევ გადის რეაბილიტაციას.
ეს ჩვენთვის უკვე გადაშლილი ფურცელია, აღარ ვეძიებით. მივიღეთ, როგორც განსაცდელი და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვიცით, რომ კიდევ უფრო დიდი სიყვარული უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი, ვიდრე აქამდე.
როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან და სიყვარულით გავსებენ ოჯახში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო-მეთქი? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნუცა გილიგაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქალი თუ უფლებას არ მისცემ, ვერცერთი კაცი გაგიბედავს ზედმეტად ხელების ფათურს“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
წყარო: tbiliselebi.ge