Digest Logo

🎥 „რთულია ძალიან, თან მაშინ, როცა ორი შვილი გყავს“ - რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან დაშორებაზე

1757491748
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი რამდენიმე თვის წინ მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.

მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

რუსკა გადაცემა „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლესთან დაშორების შესახებ ისაუბრა და როგორც ჰყვება, ეს მისთვის მტკივნეული თემაა და ახლაც გამკლავების პროცესშია.

„დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი ბევრი წლის ფიქრი, აწონ-დაწონა.

არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა და შემდეგ ამის გაანალიზდება, ძალიან მიჭირს ცვლილებები და მეშინია ამის ყველა კუთხით, დაშორება კიდევ უფრო რთულია. 

დაშორება არ მიმდინარეობდა თანაცხოვრების პერიოდში. ეს არის ურთულესი და ძალიან მძიმე პერიოდი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ და ძალიან მტკივნეული თემაა. რთულია ძალიან, თან მაშინ, როცა ორი შვილი გყავს“, - ამბობს რუსკა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რუსა ჩაჩუას დახვეწილი სტილი - მოდელი თეთრ კაბაში პოზირებს

🎥 „წარმოიდგინეთ, სადამდე მივედი, რომ წამლის სმა დავიწყე...“ - რუსკა მაყაშვილი ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე

⭕ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელიც სექტემბერში წარმატების გასაღებს იპოვის - „მიმდინარე თვე ძალიან ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას გაძლევთ“