
ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი გადაცემა „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა - მათ შორის, მსახიობი გულწრფელად საუბრობს საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე.
მისი თქმით, ზედმეტი ფიქრისა და პანიკური შეტევების გამო, ანტიდეპრესანტების მიღება დაიწყო.
„დავიწყე წამლის დალევა, მარტივი ანტიდეპრესანტების, რათა ნაკლები მეფიქრა და გადასრევად ვგრძნობ თავს.
ჩემნაირი, ზედმეტად ბევრი ფიქრის მოყვარული ადამიანისთვის, ასე უკეთესია. წარმოიდგინეთ, სადამდე მივედი, რომ წამლის სმა დავიწყე - ბევრი რომ არ მეფიქრა და სადღაც ეს ფიქრები გაჩერებულიყო.
ფიქრებით მივსულვარ ისეთ პანიკურ შეტევამდე, რომ აფთიაქში შევვარდი საშველად: „მიშველეთ-მეთქი“. რაღაც ფიქრებამდე მივდივარ და ამ ყველაფერს ვიჯერებ, მერე მეწყება ხოლმე ისტერიული შიში, ჩემ საყვარელ ადამიანებს და პირველ რიგში, ჩემ შვილებს რამე არ დაემართოს, თან ძალიან მჯერა ფიქრის ძალის. ვარ ეჭვიანი ადამიანი მეგობრების მიმართ და ბევრ სისულელეს ვფიქრობდი“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
მისი თქმით, იგი ასევე ებრძოდა მშობიარობის შემდეგ დეპრესიას და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თავისუფლებას ორი გზა აქვს...“ - რას წერს გია მურღულია
⭕მაგნიტური ქარიშხალი სექტემბერში - თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები!