მომღერალი ლელა წურწუმია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის საახალწლო რუბრიკაში, მისთვის დასამახსოვრებელ ახალ წელს იხსენებს.
როგორც ლელა ამბობს, პროფესიიდან გამომდინარე უკვე 20 წელია ახალ წელს ყოველთვის გარეთ ხვდება.
„დაახლოებით 15 წლის წინ თავისუფლების მოედანზე იყო დიდი კონცერტი, მე ვმღეროდი შერის რეპერტუარს. დიდი ბუმბული მეკეთა თავზე, ლამაზი შავი კაბა მეცვა, როგორც კი დადგებოდა ახალი წელი პირველი ნომერი იყო ჩემი, მაგრამ ამას წინ უძღოდა სვანეთიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი.
მე ლიფტით ამოვდიოდი, სანტა დაათვრეს ჭაჭით და არ ჩამოდის სცენიდან.. არ დაამთავრა ლაპარაკი, განსაკუთრებით სიცივე იყო მაშინ ყინავდა, ვეღარ ვიშლებოდი და ვკიოდი გაიყვანეთ სანტა აქედან..
როგორც იქნა გაიყვანეს, ამოვედი და როგორც კი დავასრულე სიმღერა შუქი ჩაქრა“, – იხსენებს ლელა წურწუმია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თედო ბექაურის, ანა ბირთველიშვილის და ამიკო ჩოხარაძის ცეცხლოვანი „ფლამენკო“
„გაიცანით, ოჯახის ახალი წევრი“ - რა ფოტოს აქვეყნებს თათია შარანგია?