ბიზნესმენი გელა ბარკალაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სახალისო ისტორიას ჰყვება ქალზე, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე ვარჯიშის დროს გაიცნო.
„დილით დავიწყე ვარჯიში კუს ტბაზე, ერთი პენსიონერი ქალი მომეწონა - ძალიან მაგარი ქალი იყო, მაგრამ პენსიონერი.
დავპატიჟე და ასეთი რაღაც მითხრა - მეც ძალიან მომწონხარ, მართლა მაგარი კაცი ხარო, მაგრამ 3 მინუსი გაქვსო და სამივეს თუ გამოასწორებ ყველაფერზე თანახმა ვარო.
პირველი მითხრა, ღიპიანი მამაკაცები არ მევასებაო, მელოტები და მეგრელებიც არ მევასებაო.
რა გავაკეთო არ ვიცი ვნერვიულობ, ორს კიდე ეშველება, მაგრამ მესამეს ვერაფერი ეშველება“, - ამბობს გელა ბარკალაია.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს