Digest Logo

„სამსახურმა შეიწირა ჩემი პირადი“ - მერიკო კარტოზია

1668688444
მერიკო კარტოზია

ტელეპროდიუსერი, ტოქშოუს „სიკეთე მარტივია“ ავტორი და წამყვანი, მერიკო კარტოზია, 20 წელი საქართველოს ტელეკომპანიებში სხვადასხვა გადაცემებზე მუშაობდა.

როგორც თავად იძახის პროფესიამ შთანთქა მთელი მისი თავისუფალი დრო, პირადი ცხოვრება სამსახურით ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან ჰყავს 23 წლის ვაჟი სანდრო, მზრუნველი დედა და და.

მისი ტოქშოუ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა. როგორია თავად მერიკოს კარტოზიას ცხოვრება, ამის შესახებ ჟურნალისტი „სარკეს“ უამბობს:

– სამსახურმა შეიწირა ჩემი პირადი. ბუნებრივად მოხდა ასე. ასეთი ვარ, რასაც ვაკეთებ მთელი სულით და გულით ვარ ჩართული. ამას კი ბევრი დრო სჭირდება.

ოჯახი ძალიან ადრე დამენგრა, 20 წლის გავთხოვდი.ამ ასაკში დათმობა გიჭირს, მცირე კამათიც შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს, სიფიცხე ჭარბობს, პატიება გეძნელება. ასეთი ფაქტორები ჩვენს ახალგაზრდა ოჯახშიც იყო და დავცილდით.

ჩემი ვაჟი 23 წლის არის. დედა და და მეხმარებოდნენ, მაგრამ ძირითადად მე გავზარდე, ბევრ დროს ვუთმობდი. ახლა უკვე დამოუკიდებელი კაცია, მუშაობს ტელევიზიაში, ჩემი ყოველგვარი დახმარების გარეშე მოეწყო.

მეორედ გათხოვებაზე არ მიფიქრია. მუდმივად სამსახურში ვარ, არც იმის დრო მრჩება პაემნებზე ვიარო და ცხოვრების თანამგზავრი ვარჩიო, თუმცა არასოდეს ვიტყვი – არასოდეს. სიყვარულს ასაკი არ აქვს, შეიძლება ნებისმიერ დროს მეწვიოს.

– ალბათ მაინც ძნელია მარტო ყოფნა ქალისთვის.

– თავს მარტო არ ვგრძნობ, ჩემი შვილი ცხოვრებას მივსებს. სახლში მელოდებიან მზრუნველი დედა და და. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა გავთხოვილიყავი, მაგრამ, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ვხუმრობ, ნებისმიერი ქმარი მაინც დამცილდებოდა, რადგან ქმარს ყოველთვის უნდა, ცოლი გვერდზე ჰყავდეს და დიდი დრო დაუთმოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…“ - პეტრე კოლხი

🔵„ფერადი მილედი იმ დღეს მოკვდა... მეუბნებოდა: დე, მერე რას იზამ. ეს მერე მის გარდაცვალებას ნიშნავდა...“ - დედა თინათინი

🔵„კარგი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და ძველი ურთიერთობების აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი

წყარო: sarkenews.ge