მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
ამჯერად იგი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებმაც საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ულამაზესი და დახვეწილი მაკა“,
„ყველასთვის საყვარელი ქალი და მომღერალი“,
„საოცარ ფორმაში ხარ, წარმატებები“,- წერენ სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვიცოდეთ ქალური დაავადებების შესახებ? - ზაზა თელიას რჩევები
⭕„დასრულებული მაინც არაფერია...“- გოგა ჩანადირი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე