მოცეკვავე და სოციალური ქსელის ვარსკვლავი თათა ვასაძე გამომწერებს მორიგი ეფექტური იმიჯით უბრუნდება. ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დახვეწილ ლურჯ კაბაში პოზირებს. მისმა მკვეთრმა სტილმა, ჰარმონიულმა მაკიაჟმა და დახვეწილმა შარმმა გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი და აღფრთოვანებული შეფასება დაიმსახურა:
„ულამაზესი ხარ თათა“,
„საოცარი გარეგნობის გოგო“,
„მშვენიერო და დახვეწილო“, - წერენ კომენტარებში.
თათა ვასაძე საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა, რომელმაც ფართო აუდიტორია ჯერ კიდევ მოცეკვავის ამპლუაში მოიპოვა. იგი ცნობილი ბიზნესმენისა და პოლიტიკური მოღვაწის, ლევან ვასაძის ქალიშვილია.
თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. სხვა დედმამიშვილების მსგავსად, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. თათა ვასაძე ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტის მოქმედი მოცეკვავეა.
მიუხედავად ცნობილი ოჯახისა, თათამ საკუთარი ხელწერითა და გამორჩეული გემოვნებით შეძლო სოციალურ ქსელებში პოპულარობის მოპოვება, სადაც დღეს წარმატებულ ინფლუენსერად ითვლება.
ლევან ვასაძის შვილისა და მისი რჩეულის, ბათა ზედგინიძის გრანდიოზული ქორწილი 2024 წლის 28 ივლისს გაიმართა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი