Digest Logo

„საოცარი კონცერტი გვაჩუქეთ“ - ნატო გელაშვილმა ოჯახთან ერთად ისრაელში წმინდა ადგილები მოინახულა

1782986717
ლუკა ჭოხონელიძე

ყველა თაობის საყვარელი კომპოზიტორის და ავტორ-შემსრულებელის, ნატო გელაშვილის ოჯახს ქართველი აუდიტორია კარგად იცნობს.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი უმცროსი ვაჟი ლუკა ჭოხონელიძე, რომელიც სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს.

როგორც ირკვევა ნატო გელაშვილსა და „ჭოხოებს“ კონცერტი ისრაელში ჰქონდათ, ოჯახმა კი, წმინდა ადგილებიც მოინახულა:

„საოცარი კონცერტი გვაჩუქეთ ისრაელში. მადლობა ნატოს და ბიჭებს დაუვიწყარი ემოციებისთვის“,

„ზღვა ემოცია გვაჩუქეთ დღეს, დიდი მადლობა სრულიად ისრაელის სახელით“,

„შეგეწიოთ ქრისტე ღმერთი სულ! ლამაზი ოჯახი“, - წერენ კომენტარებში.

ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებულნი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Luka Chokhonelidze (@luka_chokho)

 ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 Universal-მა „ოდისეას“ ფინალური ტრეილერი წარადგინა

🎥 „ქალის არც ჰორმონალურ არც სქესობრივ ცხოვრებაში არ იღებს მონაწილეობას“ - ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს შესახებ მითებზე

⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები