Digest Logo

„სასახელო ბიჭი გაიზარდოს“ - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ვაჟი 3 წლის გახდა

1780389310
ირაკლი მაქაცარია

ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი, გიორგი 3 წლის გახდა.

ირაკლი მაქაცარია სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ბიჭო“.

მაქაცარიების ოჯახმა უამრავი თბილი კომენტარი და მილოცვა მიიღო:

„გილოცავთ,  ბედნიერება ამ სასწაულ ბიჭს! მიყვარხართ“,

„ყველაზე ლამაზი ოჯახი, სასახელო ბიჭი გაიზარდოს“,

„ბევრი წარმატება და ლაღი ბავშვობა გიოს“, - წერენ კომენტარებში.

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილს ორი შვილი, გიო და ნინა ჰყავთ. ისინი მესამე შვილის მოლოდინში არიან.

ცნობისთვის, ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა.

მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕„მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო!“ - დღეს, 2 ივნისს, საქართველო გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გააცილებს

⭕ „უსამართლოდ მოგექცნენ და სამართლიანად იყვირე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე