Digest Logo

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

1617711060
ნინო ჩხეიძე

ქართველი მომღერალი, ნინო ჩხეიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის.

 

მისი სიმღრებისგან განსხვავებით, ნინოს პირადი ცხოვრება ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდოს, ამ ბლოგში სწორედ ამას გიამბობთ.

ნინო ჩხეიძე 21 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია, ის 22 წლის იყო, როდესაც მომღერალზე დაქორწინდა.

თუმცა მომღერალი ხშირად აღნიშნავს, რომ გათხოვებისთვის მზად არ იყო.

„საერთოდ არ ვიყავი მზად გათხოვებისთვის. სასურველია, ქალმა ოჯახი 30 წლის მერე შექმნას. მე გამიმართლა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ოჯახები ინგრევა, ხოლმე.“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უამრავი ბიზნესის წილში ჩასვა კორახაშვილი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გიორგი კორახაშვილი საქართველოდან წავიდა და ახლა უკრაინაში ცხოვრობს.

ნინო ჩხეიძე მეუღლის მსგავსად ფინანსების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

როგორც ნინო იხსენებდა, საშინელი თაფლობისთვე ჰქონდა:

„ძალიან რთულია გოგოსთვის, როცა თხოვდება და მის გარშემო ყველაფერი იცვლება: სამეგობრო წრე, ოჯახი, ადგილსამყოფელი და როცა ამას თან სდევს მოგზაურობა, მერე უკვე ნერვიულობის პიკში ხარ. ყველაზე რთული ის იყო, რომ კუშადასში ჩასვლის პირველი წუთებიდან, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობდი, უკან როგორ დავბრუნდე-მეთქი. ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი, თან, ჩემს ქმარზე ვფიქრობდი: ჩავალ და ამას რას ვუზამ, დედაჩემს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი. ბოლოს ყველაფერმა ამოხეთქა. არ მიყვარს ზღვაზე დასვენება და საბოლოოდ ყველაფერს აეხადა ფარდა. გიორგი მშვიდად ეკიდებოდა ყველაფერს და თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ იყო ნორმალური“- ამბობდა ნინო ჩხეიძე.

ნინო ჩხეიძის და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ყვითელ პრესაში ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა.

გიორგი უკრაინაში იყო, ნინოს კი თბილისში. თუმცა მომღერალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სამსახურის გამო ხდებოდა და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს დაშროდნენ.

2021 წელს კი ნინოს და მისი მეუღლე ახალ წელს ერთად შეხვდნენ საქართველოში.

ნინო ვიდეოს გამოაქვეყნა, სადაც აშკარად ქართული გარემო იგრძნობა. მხარს კი მეუღლე უმშვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი კორახაშვილი საქართველოშია. უცნობია, საბოლოოდ დაბრუნდა თუ არა ბიზნესმენი სამშობლოში.

ნინო ჩხეიძის და გიორგი კორახაშვილის ქორწინება 18 წელს ითვლის, მათ ქალიშვილი მარიკო ჰყავთ. მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. მარიამი 16 წლის არის. მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ცდილობს არ შეუზღუდოს თავისუფლება.

მარიკო ჯერჯერობით შოუ-ბიზნესისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს, სხვა ინტერესები აქვს. თუმცა გარეგნულად სულ უფრო მეტად ემსგავსება ცნობილ დედას.

ახლა დედა-შვილი მამას საზღვარგარეთ ხშირად სტუმრობენ ერთად.

„ძალიან ნიჭიერია. სავარაუდოდ, ტვინით მამამისს ჰგავს. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად გახსნილი გონება აქვს და ჩემზე არ უთქვამთ ეს. მე ბავშვობაში არ მქონდა ასეთი გაბრწყინებული გონება. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგის ჰგავს ამაში. თვისებებითაც, ყველაფრით გიორგის ჰგავს. ზოგადად, როცა შვილზე ან ჩემზე კომპლიმენტს მეუბნებიან, მრცხვენია, მერიდება ხოლმე. მიხარია, რომ ასეთი ჩამოყალიბებლი გოგონაა“- ამბობს ნინო ჩხეიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი საუბრობს, მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო 2012-2013 წლები, როდესაც ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო.

„ერთ დღეს იღვიძებ და აბსოლიტურად სხვა ადამიანი ხარ სოციუმისთვის. ხალხისთვის, რომელიც გვერდში გყავდა. მაშინ დიდი ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას. მეგონა, ყველა კეთილი იყო. მასაზე არ ვსაუბრობ. მათი დამსახურებით ვარ დღეს ის, რაც ვარ. ვსაუბრობ მათზე, ვინც ჩემს გარშემო, ჩემს წრეში ტრიალებდა. მეწყინა, ეს ჩემთვის შოკი იყო, უცებ ერთი მეგობარიც აღარ მყავდა. ეს სიმარტოვე რთული იყო, მაგრამ იმ დროს გვერდში დამიდგნენ ქართველი ებრაელები“- ამბობს მომღერალი.

ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ოჯახი პანდემიამდე ხშირად ზღაპრულ ადგილებში მოგზაურობდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე - ბუბა კიკაბიძე

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები