Digest Logo

„სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისთვის“ - ნიკა კვეკვესკირი

1720070681
ნიკა კვეკვესკირი

ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბს, „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება. გამგზავრებამდე მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„ევროპის ჩემპიონატზეც ვგრძნობდით საქართველოდან წამოსულ პოზიტიურ ენერგიას. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეოს ვხედავდით, რაც ენერგიით გვავსებდა ჩემპიონატის დროსაც, მაგრამ აქ რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მგონი სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ჩვენ, ფეხბურთელები და ალბათ მთელი საფეხბურთო ევროპა, იმიტომ რომ ყველგან გავრცელდა ეს კადრები და ყველა შოკში იყო დადებითად, იმით თუ რამდენად უყვართ საქართველოში ფეხბურთი.

რაც შეეხება წასვლას, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა საქართველოს დატოვება, იმიტომ რომ მიხარია, რომ ჩვენს ერს ვხედავ ბედნიერს, ერთიანს და პოზიტიური ენერგიით სავსეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ამისთვის“, - განაცხადა კვეკვესკირმა. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიმსივნემ დეპრესია დამამარცხებინა!“ - რას ამბობს ხატია ქირია

🎥 რა არის დეპრესიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები? - ფსიქოთერაპევტის განმარტება

🎥 „გიოს გარდაცვალებიდან ერთ კვირაში მამა გარდაიცვალა იმავე დიაგნოზით... ფეხებთან მეჯდა და ნერვებს მიშლიდა“ - მაია ჯორჯაძე დეპრესიულ პერიოდზე