Digest Logo

„შენი არსებობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია“ - ნინა ცქიტიშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

1791528501
თაკო და ნინა

სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი და 90-იანი წლების ცნობილი ქართველი მოდელი, ნინა ცქიტიშვილი, უფროს შვილს - საერთაშორისოდ აღიარებულ მოდელს, თაკო ნაცვლიშვილს, დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.

ნინამ სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული თბილი კადრები გამოაქვეყნა და მას ემოციური სიტყვებით მიმართა:

„შენი არსებობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია. მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით ოდესმე შევძლებ გადმოცემას.

❤️ გისურვებ, ცხოვრებამ ზუსტად ისეთი სილამაზით, სიყვარულით და სიკეთით დაგაჯილდოვოს, როგორსაც შენ გასცემ და ასხივებ.

მუდამ იბრჭყვიალე !!!“,- წერს ნინა ცქიტიშვილი.

დედა-შვილის ერთობლივმა კადრებმა და ემოციურმა მილოცვამ გამომწერებისგან დიდი მოწონება და უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nino Tskitishvili (@nina_tskitishvili)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„10:10:10-ის კოდი“ - 10 ოქტომბერს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა: რას უნდა დავემშვიდობოთ და რა იწყება ჩვენს ცხოვრებაში

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რისი წელი მოდის? ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2027 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

✕