მოდელი თაკო ჩხეიძე ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. იგი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მოდელი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც საშემოდგომო ელეგანტურ ლუქში პოზირებს.
კადრებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა, როგორც კომენტარებში აღნიშნავენ თაკო შესანიშნავ ფორმაშია.
„რა ლამაზი ხარ“,
„სილამაზე და დახვეწილი თაკო“,
„შეუდარებელი ხარ“,
„ულამაზესი“,
„გამორჩეული“, - წერენ კომენტარებში.
„შოკოლადის ტონები, კრემისებრი თეთრი ფერები“, - წერს თაკო ჩხეიძე.
თაკო ჩხეიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული ფიგურაა. წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, მან მოღვაწეობა მოდის ბიზნესის სფეროში განაგრძო და სამოდელო სააგენტო „Geo Model Agency“ დააფუძნა, რომელიც წლებია ახალგაზრდა ქართველ მოდელებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება.
გარდა ამისა, თაკო ჩხეიძე არის „თბილისის მოდის კვირეულის“ (Tbilisi Fashion Week) დამფუძნებელი და ორგანიზატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება პროექტი, რომელმაც ქართველ დიზაინერებს გლობალურ მედიასა და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თაკოს მეუღლე ბიზნესმენი რუსლან აბაშიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თაკო სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით გამოირჩევა, სადაც გამომწერებს საკუთარ მოგზაურობებს, დახვეწილ სტილსა და ყოველდღიურ სიახლეებს ხშირად უზიარებს.
ნახეთ ფოტოები 👇









⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია