Digest Logo

შორენა ბეგაშვილი პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან კადრებს გვიზიარებს - „შეუდარებელი ხარ“

1784971680
შორენა ბეგაშვილი

მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.

როგორც მსახიობის სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილმა თაფლობის თვეს საფრანგეთში მოიწყო, საიდან შორენა ახალ კადრებს გვიზიარებს. 

შორენა „ბურს დე კომერსი – პინოს კოლექცია“ (Bourse de Commerce – Pinault Collection) — პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდა.

„ულამაზესი“, 

„შეუდარებელი“, 

„ანათებ“, 

„ვარსკვლავი გოგო“, - წერენ კომენტარებში. 

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც კი უძლურია“ - კობა ფარტენაძე ბათუმში მომხდარი ავარიაზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით