მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს, იტალიაში იქორწინა.
მას შემდეგ წყვილი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.
ამჯერად შორენამ მონაკოში, მონტე-კარლოს ხედს კერძო თვითმფრინავით გადაუფრინა, კადრებს კი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
შთამბეჭდავ ხედზე, თავად მოდელიც შესანიშნავად გამოიყურება კადრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა:
„მიყვარს ეს გოგო!“,
„ყოველთვის სიკეთეს ასხივებთ“,
„ძალიან ლამაზია „კეთილი ადამიანი“,
„ანათებ“,
„სუპერ ქალი“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ვიდეო:
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქორწილს კომოს ტბის ნაპირზე, ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს