„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი თათა გიორგობიანი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უამრავ დადებით კომპლიმენტსაც იმსახურებს.
მომღერალი, ამჯერად მეუღლესთან ერთად საბერძნეთის სანაპიროზე პოზირებს და ემოციურ ტექსტს ურთავს თან:
„როცა ორ ადამიანს შეხედავ და მათი თვალებიდან სიყვარული იღვრება, ამაზე ლამაზი ალბათ, დედამიწის ზურგზე არაფერია…
სიცოცხლეც ხომ მხოლოდ სიყვარულით და სიყვარულის გამო მოვიდა ჩვენამდე.
ბედნიერებაა, თუ ერთხელ მაინც განიცდი შენში მას;
გულწრფელად, ღრმად, სულისშემძვრელად…“, - წერს თათა გიორგობიანი.
„უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ! საოცრად ლამაზი წყვილი ხართ“,
„ღმერთმა გაგამრავლოთ და ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს“,
„დაე ეს სამუდამოდ გაგრძელდეს“,
„ლამაზი და ჭკვიანი გოგო“,
„უამრავი ბედნიერება თქვენ!“,
„ზღაპრის გმირებს ჰგავხართб ბედნიერები იყავით მთელი ცხოვრება“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რანაირად ახერხებ ჩემს გაოცებას მუდმივად?!“ - ბაბი კირკიტაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„პირველად და უკანასკნელად“ - ალექსანდრა პაიჭაძემ ბურგერი გასინჯა