მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სატელევიზიო სივრციდან დიდი ხანია გაქრა. მისი აქტიურობა დიდად აღარც სოციალურ ქსელში იგრძნობოდა, თუმცა ამჯერად იგი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო.
იგი პოდკასტში საკუთარ ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს და ასევე შეეხო პანიკურ შეტევას, რომელიც მას აწუხებდა.
„პანიკური შეტევები წლების განმავლობაში მაწუხებდა. თუმცა თავიდანვე მქონდა ჩემ თავთან გააზრებული, რომ ვიყავი ძლიერი და ვერავინ ვერ მომერეოდა. ამის გამო ძალიან დავაზარალე საკუთარი თავი. გაგრძელდა წლები, ვითომ, რაღაცას ვებრძოდი, თუმცა არ ხდებოდა ის, რისიც მეშინოდა. რაღაც პერიოდი გავიდოდა, თავიდან სხვა ფორმით მოვიდოდა.
არ ვეკარებოდი წამალს, ჩაბეჭდილი მქონდა, რომ მიჩვევა იცოდა. თან ამ ყველაფერთან ერთად გიწევს ცხოვრება.
ზუზუ (მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი) რომ გარდაიცვალა დამემართა პიკი და წავედი ექიმთან. ის იყო სტრესი, ამიტომ ყოველთვის სჯობს იყვირო, იტირო და გამოუშვა ემოციები. მე ვიყავი ფსიქიატრთან და მედიკამენტმა მიშველა.
2018 წელს იყო ეს ყველაფერი, წლები გავიდა მას შემდეგ და აღარ შევუწუხებივარ პანიკურ შეტევებს, პერიოდულად მაქვს ხოლმე, მაგრამ მალევე გადის“, - ამბობს მომღერალი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წამი წუმებში წავიდა, წამოვიდა“ - ლელა წურწუმია და მამულიჩა თბილისის ქუჩებში ავტობუსით დადიან