
ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს. მოდელმა ახლახან ახალი კადრები გაავრცელა და მათ ასეთი ფრაზა დაურთო: Different styles, one femininity „სხვადასხვა სტილში - ერთი ქალური ენერგია“
როგორც ყოველთვის, მისი ლუქები გამომწერებმა უამრავი მოწონებითა და დადებითი კომენტარებით შეაფასეს. გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჯანეტი მუდმივად ინარჩუნებს სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონის სტატუსს.
„სხვადასხვა სტილში - ერთი ქალური ენერგია“, - წერს ჯანეტი და გამომწერებს ვიდეოს უზიარებს.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ისინი ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას და თან, საჯარო ცხოვრების შერწყმასაც.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფლორენცია დედამიწის პატარა მუზეუმია!“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი
⭕„უკვე მენატრება ბათუმი“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი დაისის ფონზე პოზირებს