Digest Logo

„სტრიები სხეულზე ჩემი სიამაყეა, ეს ნიშნავს, რომ შვილი მყავს!“ - მარიამ სანოგო

1669018857
მარიამ სანოგო

27 წლის მოდელმა, მარიამ სანოგომ, ტელევიზიაში თავისი ადგილი უკვე კარგად დაიმკვიდრა. 5 წლის წინ ამინდის გამომცხადებლად გამოჩნდა ეკრანზე და შემდეგ ბევრი ეტაპი გაიარა, პირდაპირ ეთერში მუშაობა აითვისა და თამამი და უხერხული კითხვების დასმაშიც დაოსტატდა.

მას და მის ქმარს, გიორგი ლაშქარაძეს, 3 წლის ბიჭუნა ზურაბი ჰყავთ. ცოლ-ქმარს, როგორც მარიამმა ,,სარკეს” უთხრა, ერთობლივი ცხოვრებისადმი არასტანდარტული მიდგომები აქვთ და ამით უმკლავდებიან ყოფით რუტინას.

– როგორ გახსენდებათ პირველი ნაბიჯები, რომლებსაც პოდიუმზე დგამდით, არ გენატრებათ ეს საქმე?

– პოდიუმზე გამოსვლის მონატრება ყველა მოდელს აქვს. ძალიან კარგი მოგონებები არის ჩემთვის მოდელობის პერიოდი, მიყვარდა ეს პროფესია, მაგრამ ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რომ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხთან არის დაკავშირებული. არ მომწონს, ამ უდიდეს ინდუსტრიას როგორი გავლენაც აქვს ადამიანების ცხოვრებაზე. სამწუხაროდ, ამ სფეროში არსებულ ბევრ უსამართლობას ვერც ერთი მოდელი ვერ უმკლავდება.

– რას გულისხმობთ?

– თუნდაც ის სტანდარტი, რომ სამოდელო სფეროში 90-60-90-ია მიღებული. სინამდვილეში მოთხოვნები ამ ზომებზე უფრო ნაკლებია. ზოგადად არ მომწონს ქალის სხეულის მიმართ დამოკიდებულება.

ბევრი სტრესი მიმიღია, მათ შორის ალბათ უმნიშვნელოვანესია წონის კონტროლი. როდესაც 16 წლის ასაკში უკვე იწყებ ისტერიკულად კილოგრამების თვლას, ეს დიდი სტრესია. ნორმალური ადამიანები დღეში სამჯერ ხომ არ იწონებიან, მოდელებისთვის კი ეს ჩვეულებრივი რუტინაა. მე ყოველთვის დიდი  ზომის ვიყავი, მართალია, ყველა დიზაინერს გამოვყავდი პოდიუმზე, მაგრამ მუდმივად იყო მოთხოვნა, იქნებ ცოტა დაიკლო წონაშიო.

– გვიამბეთ, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება, რა ტიპის დიასახლისი ხართ?

– ქართული გაგებისთვის  არატრადიციულ ოჯახს წარმოვადგენთ. როდესაც ოჯახს ქმნი, სტანდარტებს არ უნდა მიჰყვე, არ უნდა ჩამოაყალიბო სტერეოტიპები, ვინ რა უნდა გააკეთოს. ვცდილობთ, ყველა საოჯახო საქმეში თანაბარი პასუხისმგებლობა ავიღოთ. მაგალითად, ბავშვის მოვლაში ჩემი ქმარი კი არ მეხმარება, არამედ ერთად ვუვლით. ჩვენს ოჯახში დემოკრატიაა.

– ქმარს იშვიათად აჩენთ. რატომ? პოპულარული ცოლის ფაქტორი აკომპლექსებს თუ საერთოდ ჩრდილში ყოფნა უყვარს?

– ჩემს ქმარს პოპულარული ცოლის კომპლექსი არ აქვს, პირიქით, ძალიან უხარია ჩემი წარმატებები, ყოველთვის მგულშემატკივრობს და ნომერი პირველი მრჩეველია ჩემთვის, დაწყებული ჩაცმიდან დამთავრებული კარიერული საკითხებით. თავად არანაირი სურვილი არ აქვს, რომ საჯარო ცხოვრებაში ჩაერთოს. პრინციპში, არც მე მაქვს დიდად ბობოქარი და საჯარო ცხოვრება.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?

🎥 „თვის ბოლომდე ეყოლება... ექიმებს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავთ აყვანილი...“ - 12 წლის მოსწავლე ორსულად არის

🔵ირინა ონაშვილის გზა წარმატებისკენ - რას ჰყვება მოდელი

წყარო: sarkenews.ge