Digest Logo

„სტრიპტიზკლუბში რუსმა გოგონებმა მომწამლეს, ჩემში კონკურენტი დაინახეს“ - სოფია კანდელაკი

1679946042
სოფია კანდელაკი

ია ფარულავას კონვერტის სტუმარი ქუთაისელი სოფია კანდელაკია, რომელიც აშშ-ში სტრიპტიზ კლუბში მუშაობს, თუმცა სტრიპტიზიორობამდე მან რთული გზა გაიარა. თავისი განვლილი გზის მიერ კანდელაკმა საჯაროდ ისაუბრა:

🎥 „6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ქმარი ბალიშით მგუდავდა“ - რა გზა გაიარა სოფია კანდელაკმა კრიმინალური ავტორიტეტის ცოლობიდან სტრიპტიზიორობამდე

„სტრიპტიზკლუბამდე ამერიკაში ბებიებთანაც ვმუშაობდი ბაბუებთანაც და სახლებსაც ვალაგებდი, შემდეგ ისე მოხდა რომ უმუშევარი დავრჩი ფული არ მქონდა, სამსახური არ ჩანდა, ყველა მეუბნებოდა წადი კლუბში იმუშავეო და მე არავითარ შემთხვევაში არ მივდიოდი, მაგრამ მერე წავედი და საოცრება მოხდა, სასწაული სექსუალური ენერგია აღმოვაჩინე ჩემ თავში, საოცრება იყო, ყველა ქალმა უნდა იგრძნოს ეს ემოცია და ყველას უნდა შეეძლოს ქმრისთვის სტრიპტიზის ცეკვა“, - ამბობს სოფია კანდელაკი.

მისი თქმით, მას სტრიპტიზ კლუბში რუსი სტრიპტიზიორები გადაემტერნენ და მოწამლეს.

„ჩემში კონკურენტს ხედავდნენ, სხვა სტრიპტიზიორებმა მომწამლეს, ხან ტანსაცმელი მომიწამლეს, მერე კლუბის მეპატრონესთან დამასმინეს და მას უთხრეს რომ ბევრ ფულს ვშოულობდი. ის კაცი იტალიელი იყო დამიბარა და მითხრა - უნდა მასიამოვნოო, მე მაშინ რა თქმა უნდა მეგობარი მამაკაცი მყავდა და საერთოდ წამოვედი კლუბიდან“, - ამბობს კანდელაკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით“ - დედა სიდონია

🔵„აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“ - საგანგებო განცხადება