მოდელი თაკო ჩხეიძე ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ქალად ითვლება. იგი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მოდელი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელიც იტალიის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში Grotta Palazzese არის გადაღებული.
მოდელი მწვანე კაბაში პოზირებს და როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია.
„საღამო კლდეებსა და ზღვას შორის“, - წერს თაკო ჩხეიძე.
თაკო ჩხეიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული ფიგურაა. წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, მან მოღვაწეობა მოდის ბიზნესის სფეროში განაგრძო და სამოდელო სააგენტო „Geo Model Agency“ დააფუძნა, რომელიც წლებია ახალგაზრდა ქართველ მოდელებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში ეხმარება.
გარდა ამისა, თაკო ჩხეიძე არის „თბილისის მოდის კვირეულის“ (Tbilisi Fashion Week) დამფუძნებელი და ორგანიზატორი. სწორედ მის სახელს უკავშირდება პროექტი, რომელმაც ქართველ დიზაინერებს გლობალურ მედიასა და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თაკოს მეუღლე ბიზნესმენი რუსლან აბაშიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თაკო სოციალურ ქსელებშიც აქტიურობით გამოირჩევა, სადაც გამომწერებს საკუთარ მოგზაურობებს, დახვეწილ სტილსა და ყოველდღიურ სიახლეებს ხშირად უზიარებს.






⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წინააღმდეგობრივი ენერგიებით დატვირთული კვირა“ – როგორი კოსმოსური ამინდი გველოდება 15–20 სექტემბერს
📸ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის რეკლამაში გადაიღეს
⭕ეკო ფანგანი საბერძნეთის სანაპიროდან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს - „დახვეწილი და გამორჩეული“