მომღერალ თამუნა ამონაშვილის და რეზიკო არჩვაძის ტყუპები გაქრისტიანდნენ. ფოტოები სოციალურ ქსელში პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გამოაქვეყნა.
„გაქრისტიანდნენ ჩვენი ტყუპები იონა მელანია უფალს ებარებოდეთ”- წერს ნატო დუმბაძე.
ნათლობის ცერემონიალი ფერიის მთაზე მდებარე მონასტერში მამა ბართლომემ შეასრულა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, პატარების ნათლიები არიან ნატო დუმბაძე და პროდიუსერი გია გუმბერიძე.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.
22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.
ნახეთ ფოტოები 👇






⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფული მოდის ოფიციალური სამსახურიდან ან ტრადიციული ბიზნესიდან“ - 25 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„დაალაგეთ სახლი და გაათავისუფლეთ სივრცე ძველისგან“ - 25 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან