ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. იგი წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და არხის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. შემდეგ კი მან „იუთუბის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა და საკუთარი პოდკასტი - „გვანცას პოდკასტი“ გააკეთა.
ახალ ეპიზოდში მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ არსებულ შეგრძნებებზე:
„ეს არის შენი სხეულის ნაწილი, რომელიც მოგაჭრეს და არის სადღაც, სულ გაქვს ეს მიზიდულობა. ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ცხოვრება და პროფესიაა, რომელიც როცა დავტოვე ჩემი ნაწილი გაჰყვა. ისე მიყვარს ის პერიოდი, რომ ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ოჯახი როცა ინგრევა, ან დიდი განშორება და ტკივილი მოდის ამის ტოლფასი იყო ჩემთვის, ახლა რომ მკითხო დავბრუნდებოდი თუ არა იქ, გეტყვით, რომ არა!“, - ჰყვება გვანცა დარასელია.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იღბალი მათ მხარეს იქნება: აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშნები მაისში დიდ წარმატებას მიაღწევენ