19 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი და მოდელი, არქიტექტორი ელენე შელია დაქორწინდნენ.
ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია კი ამ მნიშვნელოვანი დღიდან კადრებს გვიზიარებს, იგი შვილის გაბედნიერებას ულოცავს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„თითქოს ერთ დღეში გაიზარდე.… ❤️
დღეს განსხვავებული დაბადების დღე გაქვს, ეს თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისიცაა, ამიტომ ერთად გილოცავთ! მიხარია, რომ ჩვენი დიდი ოჯახი იზრდება☀️
გისურვებთ, თქვენი ოჯახი ყოველთვის სავსე იყოს სიყვარულით, პატივისცემით, სითბოთი და ერთმანეთის მხარდაჭერით. გაუფრთხილდით ერთმანეთს.
ჩვენ კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით“, - წერს ლიკა კვარაცხელია.
ცნობისთვის, ელენე ცნობილი მშობლების, ლიკა კვარაცხელიას და მურთაზ შელიას შვილია. ელენას ჰყავს და, ანა შელია, რომელიც წარმატებული მოდელია და ძმა, დათუნა შელია, რომელიც სპორტსმენია.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, რა ღირს და რომელ ცნობილ ბრენდს ეკუთვნის შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა
⭕„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - სალომე ბაკურაძე ზაფხულის ცხელ დღეებს შვილთან ერთად ატარებს